Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გია ბაღაშვილის წარმატება ჰარვარდში

17 აპრილი, 2018

გია ბაღაშვილის წარმატება ჰარვარდში ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მუსიკოსი გია ბაღაშვილი ფოლკლორისტი, ეთნომუსიკოლოგი და პროფესორია. მისი ცხოვრება ქართული ესტრადის პარალელურად, ქართულ ფოლკლორთანაც არის დაკავშირებული.

ორიოდე დღის წინ გია ბაღაშვილმა ჰარვარდში ჩაატარა ლექცია თემაზე „საქართველო – ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი“ და უძველესი ქართული კულტურა ამერიკის ელიტას გააცნო.

გია ბაღაშვილს ამერიკაში მოღვაწე ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი შეხვდა:

“ნიუ იორკში შევხვდი ჩემს მეგობარსა და საქართველოს სიამაყე ადამიანს, გია ბაღაშვილს. ეს კაცი ჩამოვიდა და გააცნო ჩვენი კულტურის ისტორია ამერიკის ელიტას.

ვამაყობ ამ ადამიანით და ვისურვებდი ბევრი მიმბაძველი ჰყოლოდა საქართველოს სიყვარულში…”