Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გამხიარულდით გურულებთან ერთად

19 აპრილი, 2018

გამხიარულდით გურულებთან ერთადგურულების ენაკვიმატობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი. მათი იუმორი ყველაზე მოწყენილ ადამიანსაც კი გაამხიარულებს.

ამბავი, რომელსაც ნონა მოდებაძე-გელაშვილი ავრცელებს, გურულებთან არის დაკავშირებული, რომელიც ნამდვილად გაგამხიარულებთ:

“შვილიშვილმა, რომელმაც თავის გურულ ბაბუას, ცოტა არ იყოს და აუტანელი ხასიათი შეატყო, გაკვირვებულმა ჰკითხა ბებიას:

– ბებია, რამ გადაგრია ამას რომ წამოყეი ცოლად?

– ვინ შემეკითხა, ნენა? შამუარდა ეზოში ჩემსას, მსტაცა წელში ხელი და შემიგდო ცხენზე. მამაჩემს ავი ძაღლი ყავდა, ნენა, გამუარდა აი ძაღლი, გადოუდგა ცხენს წინ და არ უშობდა. გაი, ძაღლო, იქითო – უთხრა ამან, არ გევიდა ძაღლი. ამეიღო ამ შეჩვენებულმა მაუზერი, გაი, ძაღლო, იქითო – უთხრა, მარა კიდო არ წევიდა ძაღლი. დოუთვალა ნენა, ერთიოო, ორიოო და სამზე გამოუშალა ფეხი მაუზერს და მოკლა აი ძაღლი ადგილზე.
წამომიყვანა ასე და მოვადექით ადიდებულ სუფსას. გაჩერდა ცხენი, ვერ შებედა წყალს, ნენა. გაი, ცხენო, წყალშიო – უთხრა ამან, არ მივა ცხენი. ამეიღო მაუზერი. გაი, ცხენო, წყალშიო – კიდო უთხრა და კიდო რო არ წევიდა, დოუთვალა, ნენა, ამ ცხენსაც და ქე მოკლა ადგილზე. შემიგდო მხარზე და გამიყვანა წყალში.
ერთი წისქვილი იყო, ნენე და შემიყვანა იქინე. გეიძრო აი სობელი ტანსაცმელი, მიაფინა კედელთან და წამოწვა ნარზე. მოი, ქალო, აგერო – მითხრა, მე გაჭირვებული ევიტუზე კუთხეში. ამეიღო მაუზერი და მოი, ქალო, აგერო – მითხრა კიდომ და არ დეიწყო დათვლაა? ერთიო რომ თქუა, ორის თქმაი ვინ აცალა, ნენა? ერთი გამოხეული ნიფხავი მეცვა და ქე გადავაფარე მაუზერის ლულას. ასე შევრჩი, ნენა, ბაბუაშენს.”