Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გაიცანით უნიჭიერესი კოკა ნიკოლაძე

გაიცანით უნიჭიერესი კოკა ნიკოლაძესაბედნიეროდ, საქართველო ნიჭიერი ადამიანებით არის სავსე. მათ შორისაა მუსიკოსი კოკა ნიკოლაძე. მართალია კოკა უცხოეთში ცხოვრობს, მაგრამ მისი ყოველი წარმატება საქართველოს და ქართველების წარმატებაა.

კოკა გარდა იმისა, რომ წერს მუსიკალურ ნაწარმოებებს, ქმნის სრულიად ახლებურ მუსიკალურ საკრავებს.

ჰამბურგში ელბფილარმონიაში შედგა კოკას პრემიერა რეზონანც ანსამბლთან ერთად. კოკას შემოქმედებით დიდი ხანია უცხოური პრესა და ტელევიზია დაინტერესებულია. ელბფილარმონიაში გამართული კონცერტი გერმანიის ტელევიზიამ გადაიღო, რომელიც ნიჭიერ ქართველზე სპეციალურ ფილმს მოამზადებს და სექტემბერში გერმანიის ერთ-ერთი ცენტრალური არხის ეთერში გაუშვებს.

იმისთვის, რომ კოკას ნიჭიერებაში დარწმუნდეთ, “არტინფო” სპეციალურ ვიდეოს გთავაზობთ.