Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბესიკ ხარანაული წითელ პარასკევზე

ბესიკ ხარანაული წითელ პარასკევზემწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული მკითხველში დიდი მოწონებით სარგებლობს.

შემოქმედი ყველა მნიშვნელოვან თემას ეხება. გამონაკლისი არც წელიწადის ყველაზე მძიმე დღე – წითელი პარასკევია.

“არტინფო” გთავაზობთ ბესიკ ხარანაულის ლექსს, რომელიც წითელ პარასკევს ეძღვნება:

“მზე ფანჯარას მოდგომოდა,
პირი უჩნდა დღესა,
გამიხარდა, მივეგებე
ნათელს, კარის მღესა –
სისხლიანი ლანდი იდგა
წითელ პარასკევსა.
ვთქვი, ავდგები, გზაზე გავალ,
რას ველოდო დღესა,
შევიმოსავ, რაც მემოსა
იმავ სამოსელსა –
სისხლიანი პალტო მეცვა
წითელ პარასკევსა.
ტალახიანს მირჩევნია
სისხლიანი მყვესა,
ასე ყოფნას მირჩევნია
ტანჯვა შემემთხვესა –
გარეთ ლანდი რომ ირევა
წითელ პარასკევსა…”