Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ამირანის ქანდაკება დაშალეს

ამირანის ქანდაკება დაშალესთავისუფლების ქანდაკება “ამირანი”, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვახტანგ ონიანია, სიყვარულის ქალაქად წოდებული სიღნაღის მცველად იყო მიჩნეული.

ქანდაკება მხოლოდ მოგონებებშია დარჩენილი, რადგან ნამუშევარი სიღნაღის რეაბილიტაციის დროს დაშალეს, რკინა ჯართში ჩააბარეს, ხოლო სპილენძი – ფერად ლითონებში.

ვახტანგ ონიანის 1980 წელს შექმნილი ნამუშევრის აღდგენის ინიციატივით მოქალაქეები არაერთხელ გამოვიდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.