8 აპრილი, 2018

ქრისტე აღდგა! – აკაკი წერეთელი

ქრისტე აღდგა! - აკაკი წერეთელიქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ულოცავენ ქრისტიანები ერთმანეთს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

პოეტმა აკაკი წერეთელმა აღდგომას საგანგებო ლექსი მიუძღვნა:

“მარიამ იაკობისა,
მარიამ მაგდალინელი
და მასთან ერთად სალომე,
ქრისტეს საფლავის მძებნელი

მოსულან ნელსაცხებლითა,
რათა სცხონ გვამსა დიდებულს,
მაგრამ შემკრთალან, რომ ხედვენ
დიდ ლოდსა გადაგორებულს.

მკვდარი არსადა სჩანს!.. და მარჯვნივ
ჭაბუკი ვინმე მდგომარე,
სპეტაკი შესამოსლითა,
ნათლითა მოსხივცისკარე,

მათ ეუბნება: „რად შეკრთით?
ანგელოზი ვარ მე მცველი.
აწ გიხაროდენ: ზე ადგა
იესო ნაზარეველი!“

მენელსაცხებლეთ აევსოთ
სიხარულითა მყის გული
და მიახარეს ქვეყანას:
„აღდგაო მკვდრეთით ჯვარცმული!

აღდგა, ვინც სისხლი დაჰთხია
ახალი რჯულის დვრიტასო!“
ცა და ქვეყანაც პასუხად
იძახის: „ჭეშმარიტადო!“