17 აპრილი, 2018

ქართული ოპერის ვარსკვლავები როსინის საოპერო თეატრში

ქართული ოპერის ვარსკვლავები როსინის საოპერო თეატრშიროსინის საოპერო თეატრში გალაკონცერტი “ვივა როსინი” გაიმართება. ღონისძიება იტალიელი კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ჯოაკინო როსინის მშობლიურ ქალაქ პეზაროში გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოპერის ვარსკვლავები – მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, სოპრანო ნინო ლეჟავა, ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი სულხან გველესიანი.

ქართული ოპერის ვარსკვლავებს აკომპანიმენტს პიანისტი ეკა მეტრეველი გაუწევს.

გალაკონცერტი 18 აპრილს გაიმართება.