3 აპრილი, 2018

რობერტ სტურუას სპექტაკლს აგინეს

რობერტ სტურუას სპექტაკლს აგინესრეჟისორმა რობერტ სტურუამ თეატრის მოყვარულ მაყურებელს ახალი სპექტაკლი შესთავაზა. მან არჩევანი ერლომ ახვლედიანის “ვანო და ნიკოზე” შეაჩერა.

სპექტაკლი შედგა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, წარმოდგენა ზოგისთვის მისაღები აღმოჩნდა, ზოგისთვის – მიუღებელი.

ბევრმა რობერტ სტურუას სპექტაკლი შედევრად შეაფასა და მას გენიალური უწოდა. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა სპექტაკლის შეფასებისას დაწერა:

“მინდა მივიღო პასუხი, რატომ არის რუსთაველის თეატრის ახალი სპექტაკლი „ვანო და ნიკო“ შედევრი, იმიტომ, რომ სტურუამ დადგა და მას არ შეუძლია ჩვეულებრივი სპექტაკლის დადგმა? თუ იმიტომ, რომ დიდი რეჟისორის შედევრების განახლებულ ნაწილებს ვხვდებით ახალ სპექტაკლში?”

რობერტ სტურუამ ლაშა ჩხარტიშვილს მოკლედ უპასუხა:

“იმიტომ!”
ჩემო ძვირფასო პროვინციალო, გაბოროტებულო, ვითომ ინტელექტუალო არაფერო!”

მოგვიანებით რეჟისორმა “ვანო და ნიკოს” სპეციალური აფიშა გაავრცელა, სადაც წერია:

“ერთმა დაჩაგრულმა კრიტიკოსმა აგინა “ვანო და ნიკოს”. მოდით და ნახეთ!”

რობერტ სტურუას სპექტაკლს აგინეს