29 აპრილი, 2018

ნაირა გელაშვილის, ნინო ხარატიშვილის და გივი მარგველაშვილის გერმანული წარმატება

ნაირა გელაშვილის, ნინო ხარატიშვილის და გივი მარგველაშვილის გერმანული წარმატებანაირა გელაშვილი, ნინო ხარატიშვილი და გივი მარგველაშვილი გერმანელი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი. მათი ნაწარმოებები სხვადასხვა ფესტივალებსა და კონკურსებში მონაწილეობს და წიგნის მაღაზიების ვიტრინებსაც ამშვენებს.

ამაში მწერალი ზურაბ ქარუმიძე თავად დარწმუნდა, როდესაც ჰამბურგის მახლობლად პატარა ქალაქ ბიინენბიუტელში ჩავიდა:

“წიგნის მაღაზიის ვიტრინა გივი მარგველაშვილის, ნაირა გელაშვილისა და ნინო ხარატიშვილის წიგნებით პატარა ქალაქ ბიინენბიუტელში, ჰამბურგის მახლობლად.

პირველი, რაც თვალში მომხვდა, მატარებლიდან რომ გადმოვედი, იყო ტახზე ნადირობის სკოლის შენობა. პრეზენტაციის შემდეგ ერთი ქალბატონი გამეცნო – ხნიერი, წარმოსადეგი და მითხრა, საქართველოში ნამყოფი ვარ, პროფესორ ნოდარ კაკაბაძეს ვიცნობდიო. აი, ასეთი “ტახზე მონადირე” ქალბატონები ცხოვრობენ ამ პატარა ქალაქში.”