25 აპრილი, 2018

მსახიობ ერემია სვანაძის ამბავი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

მსახიობ ერემია სვანაძის ამბავი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათქუთაისელი მსახიობი ერემია სვანაძე ხშირად ყვებოდა მის ბავშვობაში მომხდარ ისტორიას, რომელიც არასდროს ავიწყდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა.

ისტორია დღევანდელ რეალობაში იმდენად დაუჯერებელია, რომ პატარა ნოველას უფრო ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ამბავს:

“ყველა მემწვანილე კლიენტს იმ ქალთან აგზავნიდა – იმისი ჯობია დღეს მწვანილიო. მალე ამოათავებინეს და წავიდა ის ქალი სახლში.

მამაჩემი იდგა და ელაპარაკებოდა ვაჭრებს. მერე ვკითხე, მამა, რატო ქნეს ასე. შვილო, ქალის დანიშნულება ოჯახის და შვილების მოვლაა და არა ბაზარში დგომაო. მაგას კარგი ქმარი მოუკვდა და გაჭირვება აყიდინებს მწვანილსო. მაგი სანამ გარეთაა, სახლში შვილები უპატრონოდ არიანო და მარტო ქალი კი არა, ბავშვებიც ზარალდებიანო.

გამაოცა ამ ისტორიამ. რამხელა იყო რაინდობა ხალხში, ვაჟკაცობის მტკიცების სურვილი, კეთილშობილება და სიყვარული, რომ მემწვანილეებიც ასე რაინდებივით აზროვნებდნენ! საოცარი ქალაქი იყო ჩემი ქუთაისი.”