მწერალი გურამ დოჩანაშვილი ქართველებს თხოვნით მიმართავს.
სპეციალურად ჩაწერილ ვიდეომიმართვაში შემოქმედი თავის მკითხველს მოუწოდებს, რომ დაიცვან ქართული ენა ბარბარიზმებისგან და ისაუბრონ ქართული სიტყვებით.
გურამ დოჩანაშვილი:
“ბარბარიზმი ახსნილია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, რომ ეს არის უცხო სიტყვების გამოყენება საჭიროების გარეშე.
ქართულად ყველაფერი გამოითქმის რამდენიმე უმნიშვნელო სიტყვის გარდა, როგორიც არის ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი და რაღაც მაგდაგვარები…”