15 აპრილი, 2018

გაიცანით 4 წლის ელენე ცაგარელი – ხატვის გენიოსი

გაიცანით 4 წლის ელენე ცაგარელი - ხატვის გენიოსი– ეს ბავშვი სწორედ ხატვის გენიოსია, რადგან ხატვა – ნამდვილი და არა ცხვირის გადმოხატვა – ვიზუალური შემადგენლების სტრუქტურირებაა, – აცხადებს მხატვარი გია ეძგვერაძე. მისი ასეთი განცხადების მიზეზი 4 წლის ელენე ცაგარელი და მისი ნახატები გახდა:

“ეს 4 წლის ელენე ცაგარელის ნახატებია!

სასწაულია! ისე აქვს დასტრუქტურირებული ზედაპირი და კომპოზიცია!

ჩვენი ბედოვლათი თბილისის აკადემიის, ბედოვლათი სახვითი ფაკულტეტის, ბედოვლათმა დეკანმა თქვა ერთხელ (საჯაროდ!) ტელევიზიაში(!): სკოლის შემდეგ ბავშვი აკადემიაში როგორ უნდა მიიღოო (ანუ მომზადება სჭირდებაო!).

ამ ბავშვს აკადემიაში რომ არ მიიღებ კი არა, პროფესორად რომ არ დასვავ იქ, ნუ სრული პროფანი უნდა იყო ხელოვნებაში…

ასეთებიც არიან “ჩვენი დიდი პროფესორები” თელავის კლუბში გამოფენებით რომ იწონებენ თავს და პრეტენზიები გააჩნიათ დიდზე დიდი – პოზები სტუდენტთა წინაშე…

“კაროჩე” რა ეშველება ამ უბადრუკ ქართულ კულტურულ ცნობიერებას… არაფერი, პროვინციაში ჩარჩენილ ხურჯინად დარჩება…

აქ, თქვენს წინ – ფორმის ღმერთია და ამაში ფორმის ამ სულმოუთქმელ თავისუფლებაში ფსიქიკა უნდა ჩაიღვაროს ნელ-ნელა სიყვარულის მეშვეობით – ასე გაფორმდება გენიოსი…

ეძგვერაძე ხატვის წინააღმდეგიაო (კრეტინები გაჰკიოდნენ) აქ, ეს ბავშვი სწორედ ხატვის გენიოსია, რადგან ხატვა (ნამდვილი და არა ცხვირის გადმოხატვა) ვიზუალური შემადგენლების სტრუქტურირებაა.”

გაიცანით 4 წლის ელენე ცაგარელი - ხატვის გენიოსი

გაიცანით 4 წლის ელენე ცაგარელი - ხატვის გენიოსი