თავისუფლების ქანდაკება “ამირანი”, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვახტანგ ონიანია, სიყვარულის ქალაქად წოდებული სიღნაღის მცველად იყო მიჩნეული.
ქანდაკება მხოლოდ მოგონებებშია დარჩენილი, რადგან ნამუშევარი სიღნაღის რეაბილიტაციის დროს დაშალეს, რკინა ჯართში ჩააბარეს, ხოლო სპილენძი – ფერად ლითონებში.
ვახტანგ ონიანის 1980 წელს შექმნილი ნამუშევრის აღდგენის ინიციატივით მოქალაქეები არაერთხელ გამოვიდნენ, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.