29 მარტი, 2018

რამდენიმე ლარის გამო განადგურებული უნიკალური იკაროსი

რამდენიმე ლარის გამო განადგურებული უნიკალური იკაროსითბილისი სავსეა შენობებით, რომლებსაც უნიკალური ნამუშევრები ამშვენებთ. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა დაზიანებული ან განადგურებულია.

მათ შორისაა 1976 წელს შექმნილი იკაროსი – ბარელიეფი, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარეობს.

იკაროსის გამოსახულება თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო საბჭოთა ნამუშევრად არის აღიარებული და მას საბჭოთა მოდერნიზმის უნიკალურ ნიმუშს უწოდებენ. უცხოურმა გამოცემებმა მას სტატიებიც მიუძღვნეს და ბეტმენიც კი უწოდეს.

რამდენიმე ლარის გამო იკაროსის გამოსახულება დაუდგენელი პირებისთვის ჯართის მოპოვების წყაროდ იქცა. იკაროსის ბარელიეფი განადგურებულია.

მისი სავალალო მდგომარეობა თვალშისაცემი აღმოჩნდა უცხოელი ჰელენ ვეილუქსისთვის:

”ძალიან საწყენია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა ნამუშევარი განადგურებულია. რატომ? ჯართის სანაცვლოდ რამდენიმე ლარის მისაღებად.”

რამდენიმე ლარის გამო განადგურებული უნიკალური იკაროსი