Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანა ცინცაძე – თანამედროვე პოეზიის დედოფალი

14 მარტი, 2018

ნანა ცინცაძეპოეტი ნანა ცინცაძე თანამედროვე ქართული პოეზიის დედოფლად არის აღიარებული. ქართული სიმღერების უმრავლესობა მის ლექსებზეა შექმნილი. მომღერალი გია ნიკოლაძე ნანა ცინცაძის ლექსზე სიმღერის ჩაწერას აპირებს, რომელიც აჭარას ეძღვნება.

გია ნიკოლაძე:

“გენიალური ქალბატონი პოეტი ნანა ცინცაძე! ჯერ უმუსიკო სიმღერის ტექსტის ავტორი!

ახალი ხულო

საქართველოს მთები შენი მთებია,
ვაჟკაცები დაბადე და გაზარდე.
სხალთის ტაძარს შუქი შემოვლებია,
მომავლის მზე შენგან გამოანათებს.
ხულოს გზაზე ადრიანად ყვავიან
სისხლისფერი ყაყაჩო და იები.
აქ გმირები სხვანაირად დადიან,
სული დააქვთ ნინოს ნაპატიები.
გოდერძის მთა გადმოჰყურებს ჩემს ხულოს,
სამასწლიან ბატონობის მნახველი.
სამშობლომ ხომ შავი მაშინ ჩაიცვა,
აჭარელს რომ შეუცვალეს სახელი.
მჭადზე ჯვარი მოგვაგონებს იმ დღეებს,
როცა დედებს თურქი ჩადრით მოსავდა.
საქართველო ხულოს გზიდან იწყება,
ანდრიაც ხომ აჭარიდან გვლოცავდა.

მისამღერი:
ქართველნო, ღმერთი ხომ ერთია,
სამშობლოს ლოცავენ დედები.
მტრის ჯარის ყიჟინაც ისმოდა
და ვერ მოგვიდრიკეს ქედები.
იხარეთ, იმრავლეთ ილაღეთ,
აჭარის ამაყო შვილებო…
ძმებო, ერთმანეთი გვიყვარდეს,
ფეხზე წამოდექით გმირებო.
ხულოში სანთელი ინთება,
დალოცე ეს მიწა, მარიამ…
ქართველი აქედან იწყება,
ეს ხომ საქართველოს კარია.”