7 მარტი, 2018

ხელოვნების სასახლე 42 ძვირფასი ნივთის მფლობელი გახდა

ხელოვნების სასახლეხელოვნების სასახლე 42 ძვირფასი ნივთის მფლობელი გახდა. ეს პროექტი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდთან ერთად დაიწყო და ერთი წელი ფონდის დახმარებით სასახლემ ძვირფასი ხელოვნების ნიმუშები შეიძინა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ეს პროექტი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდთან ერთად დავიწყეთ, მთელი ერთი წელი ფონდის დახმარებით ძვირფას ხელოვნების ნიმუშებს ვყიდულობდით, ბევრი მათგანი ქვეყნიდან გასატანად უკვე მზად იყო, ზოგი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით რეისიდან მოვხსენით.

საბოლოო ჯამში უნიკალური საგანძური შეგვიგროვდა. სიას აქვე ვაქვეყნებ. მაისში კი გრანდიოზულ გამოფენაზე დაგპატიჟებთ!

მაშ ასე, ფონდის მიერ ხელოვნების სასახლისთვის შეძენილი ნივთები: ნახატები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ხელნაწერები, ფოტოები, არქეოლოგიური ნივთები:

1. ეკატერინე ჭავჭავაძის მარაო- მოოქროვილი და მოხატული. ესპანეთი. მე-19 საუკუნე
2. დადიანების ვერცხლის სასმისი მხედრული წარწერით. საქართველო. მე-19 საუკუნე
3. ირაკლი გამრეკელი: ავტოპორტრეტი. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
4. პეტრე ოცხელი: დეკორაციის ესკიზი სპექტაკლისათვის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
5. პეტრე ოცხელი: დეკორაციის ესკიზი სპექტაკლისათვის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
6. ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ფოტო ალბომი. ტყავზე შესრულებული გრავირებით. მე-19 საუკუნე
7. ზაქარია ფალიაშვილის არქივი. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
8. სერგო ქობულაძე- ქალის პორტრეტი. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი
9. ჰოლანდიური პეიზაჟი. ყინული ტბაზე. მე-19 საუკუნე
10. გალაქტიონ ტაბიძის ხელნაწერი აფიშა. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
11.ზაქარია ჭიჭინაძის არქივი. მე-19-20 საუკუნეები
12. მხატვრის პალიტრა, მოხატული. მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი
13. მადონა ჩვილით. ლეონარდო დავინჩის სკოლა. მე-18 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი
14. შავი ხის ბული. მოხატული ფაიფურის დეტალებით. საფრანგეთი. მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი
15.ხის კონსოლები. რუსეთი.მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი
16. ჩინური შირმა . სპილოს ძვლითა და სადაფებით გაფორმებული. მე-18 საუკუნის დასასრული, მე-19 საუკუნის დასაწყისი
17. ილია ჭავჭავაძის ჯოხი გაზეთ „კავკაზის“ თანამშრომლებისაგან. წარწერით. მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისი
18. მამაკაცის ბრინჯაოს ფიგურა. ძვ.წელთაღრიცხვის 7 -6 საუკუნე
19. ჯიხვის ბრინჯაოს ფიგურა. ძვ.წელთაღრიცხვის 7-6 საუკუნე
20. ფლამანდრიული მაგიდა, ინკრუსტირებული. მე-18 საუკუნის პირველი ნახევარი
21. ველდმანი „ტყის პირას“. გერმანული პეიზაჟი. მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი
22. ნ.მოროზოვი „გემი დაიღუპება“ რუსული მარინისტული ტილო. მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი
23. უცნობი ავტორი: „ზამთარი ტყეში“. რუსული პეიზაჟი. მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი
24. ვახტანგ ჯაფარიძე (1901-1986) (საქართველოს სახალხო მხატვარი). ნატიურმორტი ქართული ხილით. საქართველო. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი
25. ვახტანგ მეექვსის მწვანე ხავერდის მოსასხამი. ოქრომკედითა და მარგალიტებით. ფილმიდან „დავით გურამიშვილი“. მე-19 საუკუნე
26. ქართველი თავადის კოსტიუმი (ხავერდი, ოქროს მელნით მოხატული). ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
27. ხავერდის ქულაჯა. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
28. ხავერდის ქულაჯა. მე-19 საუკუნის ოქრომკედით
29. საშინაო ჩოხა. გიორგი შავგულიძის ნაქონი. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
30. თავადის ჩოხა. მე-19 საუკუნის ოქრომკედით
31. ყურთმაჯებიანი ჩოხა. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
32. ხავერდის მოხატული ჩოხა. მე-19 საუკუნის ვერცხლმკედით. ფილმიდან „გიორგი სააკაძე“. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
33. ზუბუნი.მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
34. მამაკაცის ზედატანი. ევროპა. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
35. ზუბუნი.მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი. ფილმიდან „მამლუქი“
36. სამამაკაცო ხავერდის კაბა. მე-18 საუკუნის ვერცხმლკედითა და მარგალიტებით. ფილმიდან „დავით გურამიშვილი“
37. სამამაკაცო კაბა. მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
38. სამღვდელო ფილონი. ფარჩა, ვერცხლმკედი. მე-18 საუკუნე
39. ქურთული კაბა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი
40. ხევსურული ტალავარი.მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი
41. ხევსურული მანდილი. ფილმიდან „შეხვედრა მთაში“. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი
42. რაჭის ერისთავების ყაბალახი. ოქრომკედითა და ვერცხლმკედით დამშვენებული. მე-19 საუკუნე.”

გიორგი კალანდია