14 მარტი, 2018

კაცად მაშინ ხარ საქები – ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძეკაცად მაშინ ხარ საქები – ეს ლექსი ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და ის ყველა ქართველისთვის ცხოვრების დევიზი უნდა იყოს, რადგან მასში სრული ჭეშმარიტებაა:

კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელობითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა

გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.