Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ირაკლი კაკაბაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ბოიკოტს უცხადებს

24 მარტი, 2018

ირაკლი კაკაბაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ბოიკოტს უცხადებსმწერალი ირაკლი კაკაბაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ბოიკოტს უცხადებს და ამის მიზეზსაც განმარტავს.

ირაკლი კაკაბაძე:

“რატომ არ წავალ ფრანკფურტში “წიგნის ვაჭრობაზე”.

1. 2009 წელს უკვე ნამყოფი ვარ ფრანკფურტის წიგნის “ვაჭრობაზე”. მაშინ პიტერ რიპკენმა პერსონალური სტენდი მომიწყო და პერფორმანსიც მქონდა იქანა. მადლობელი ვარ ამისათვის და ახლა მინდა ჩემს ადგილას ახალგაზრდა ავტორი წევიდეს იქანა, თქვენ ხართ ჩემი ბატონები.

2. დავბერდი და მივხვდი, რომ წიგნი ვაჭრობის საგანი არ უნდა იყოს – განათლების საგანია და მწერლის გავაჭრუკანება არ არის საშური საქმე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ასეთ ივენთებში ანუ ძალ-ღონის ძიებებში მონაწილეობას აღარ მივიღებ.

3. არ მიმაჩნია, რომ დღეს რამენაირად ზნეობრივია იმ ქვეყნის წარმოდგენა სადმე, რომელსაც ბანკირები და ტრანს-ნაციონალური კომპანიები მართავენ. უფრო მეტიც – მწერლების დიდი ნაწილიც ამ ბანკირების და ტრანს-ნაციონალების მონობაშია, რაშიც არ ერთ მწერალს არ ვამტყუნებ – უბრალოდ მე ვიცი, რომ ვერ გავჩუმდები და რატომ შევქმნა უაზრო აჟიოტაჟი?

4. სრულიად მიუღებლად მიმაჩნია დღეს იმ ‘კოლექტივის’ მწერლობა, რომელიც წარმოადგენს სრულიად უზნეო ქვეყანას, სადაც მილიონ ადამიანამდე უნდა საკუთარი სახლიდან გამოასახლონ, სადაც ბანკის პროცენტების მონობას ეწირება უამრავი ადამიანი ყოველ დღე, სადაც კონტრაბანდა და არალეგალური ”ვაჭრუკანობა” ახალგაზრდებს გვიკლავს ყოველ დღე და მწერლები ჩუმად ვართ.

5. ყველანაირად უარს ვამბობ ბანკირების, მევახშეებისა და კონტრაბანდისტების სახელმწიფოს სახელით ამ ფორუმში მონაწილეობის მიღებაზე და მინდა გზა დავულოცო ახალგაზრდა მწერლებს.

6. ეს საქართველოს დროშა არაფრით არ არის ჩემი დროშა. რაღაც ფუნდამენტალისტური ნიშნებით გატენილი დროშისთვის მე არ მიბრძოლია უკანასკნელი 30 წელი. ჩემი დროშაა “შვინდისფერი ალამი შავის და თეთრის ზოლითა’ – ამ დროშით ვიბრძოდით და ახლაც ამ დროშის მწამს. მსოფლიოში პირველი სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფოს დროშის.

7. დღეს, ნაციონალიზმი გახდა ქართველი ერის – ისევე როგორც ბევრი სხვის – დაავადება – და ამ უბედურებიდან გამოსვლისათვის მე მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტმა ინდივიდუალმა მწერალმა თავი უნდა შეიკავოს ნაციონალისტურ მასკარადებში მონაწილეობის მიღებისაგან. ამის დრო იყო 1988 წელს – კი ბატონო. ახლა კი ზოგად-საკაცობრიო და ჰუმანური იდეალების დროა. მწერლების კოლექტიურად და დროშის ქვეშ სადმე სიარული ”ქართული მარშის” ნაირსახეობად მესახება სამწუხაროდ და ვერანაირად ვერ მივიღებ მონაწილეობას ამაში – მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილამდე მიყვარს თითქმის ყველა მონაწილე.

პ.ს. აქვე მინდა ჩემი უზომო პატივისცემა გამოვხატო და დიდი სიყვარული ჩემი კოლეგების და ჩემი საყვარელი დიშვილის, იკი ჭოღოშვილის მიმართ, რომელთა მიმართაც მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ძალიან მიყვარხართ და გისურვებთ დიდ წარმატებებს.”