6 მარტი, 2018

გურამ რჩეულიშვილი: “ფული არა მაქვს – ცარიელა გული ვის რად უნდა?”

გურამ რჩეულიშვილი– გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს – ცარიელა გული ვის რად უნდა? – ამბობდა მწერალი გურამ რჩეულიშვილი.

“არტინფო” გთავაზობთ მწერლის ჩანაწერს, სადაც შემოქმედი საკუთარ თავს საკმაოდ საინტერესოდ და, რაც მთავარია, გულწრფელად ახასიათებს:

“მთებში დავდივარ, ალპინისტი არა ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორც დედა იტყვის, “სტუდენტის სახე” არა მაქვს, ღვინოსა ვსვამ, ლოთი არა ვარ, ცხენზე ჯირითი მიყვარს – მხედარი არა ვარ, ვჩხუბობ – დიდი გამრტყმელი არა ვარ, გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს – ცარიელა გული ვის რად უნდა? შეყვარებული ვარ, საყვარელი არა მყავს.

ეს ამბავი სპარსული ბაიათების გავლენით კი არ არის დაწერილი, არამედ ფაქტია ჯერ-ჯერობით და მერ-მერობითაც. უშნო არა ვარ – ჩემი სილამაზე თვალს არავისა სჭრის, კარგი ტანი მაქვს, ფეხები ცოტა მოღუნული. ერთი სიტყვით, რაცა ვარ, ეგა ვარ.”