Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ავთო მახარაძე სცენას უბრუნდება

8 მარტი, 2018

ავთო მახარაძემსახიობი ავთო მახარაძე სცენას უბრუნდება. 25-წლიანი პაუზის შემდეგ, ხელოვანი კვლავ საყვარელ საქმეში ჩაერთვება.

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, “შეხვედრები თეატრალურში” ციკლის ფარგლებში, სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ.

15 მარტს დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში, მსახიობი რომელიც ასე მიუწვდომელია ყველასთვის, პირველად 25-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ავა და მასტერკლასს ჩაატარებს სტუდენტებისთვის.

ნიკოლოზ წულუკიძე:

“მასტერკლასი ჩატარდება მხოლოდ სტუდენტებისთვის.
პ.ს. მადლობა მას ნდობისთვის…
პ.ს.ს იმედია, ამ შანსს არც ერთი ჩემი სტუდენტი არ გაუშვებთ ხელიდან.”