13 მარტი, 2018

ამირან შალიკაშვილი ბელგრადში მიიწვიეს

ამირან შალიკაშვილიქართული პანტომიმის ფუძემდებელი ამირან შალიკაშვილი ბელგრადში მიიწვიეს, სადაც საქართველო ვიაიპი სტუმრის სტატუსით წარდგება.

21 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით ბელგრადი მსოფლიო პანტომიმის კონფერენციას და მსოფლიო მიმების სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში საქართველოს პანტომიმის თეატრიც მონაწილეობს, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველოს პანტომიმის თეატრის გარდა, ფესტივალში მსოფლიოს 14 ქვეყნის პანტომიმის თეატრი მონაწილეობს.

მსოფლიო მიმების ასოციაციის მიზანს პანტომიმის, თეატრისა და ცეკვის პროფესიონალების გაერთიანება წარმოადგენს. გარდა ამისა, ასოციაცია ცდილობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული თეორიტიკოსები, პროდიუსერები, აგენტები ერთ სივრცეში შეკრიბოს და პანტომიმის ხელოვნებასთან დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ნაყოფიერი გახადოს.

ამირან შალიკაშვილი