29 მარტი, 2018

აი, სად გაშენდება მარიტას ბაღი

მარიტას ბაღი პატარძეულში გაშენდებალიკა ქავჟარაძის გარდაცვალების შემდეგ, მამა პეტრე კოლხმა გამოთქვა სურვილი მსახიობის გმირის – მარიტას სახელის უკვდავსაყოფად მარიტას ბაღი გაშენებულიყო, სადაც მხოლოდ ბროწეულები დაირგვებოდა.

მამაომ ადგილი უკვე შეარჩია და სიმბოლურია, რომ ის პატარძეულში “ნატვრის ხის” ავტორის – გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმთან ახლოსაა. მამა პეტრე ახლა მარიტას ბაღის გაშენებაში მონაწილეობის მსურველებს ელოდება:

“ახლა პატარძეულში ვარ. მარიტას ბაღისთვის საუკეთესო ადგილი შევარჩიეთ, რომელიც გოგლას სახლ-მუზეუმთან ახლოს არის.

ბროწეულების დარგვა გვიანდება, ვიჩქაროთ და ვისაც სურვილი აქვს, ამ დიდ საქმეში მონაწილეობა მიიღოს…

შეგიძლიათ სიმბოლურად თითო ნერგი შეიძინოთ და ასი თუ მოვგროვდით, ასი ნერგი სავსებით საკმარისი იქნება…

შიშველი ხელებით შევეჭიდეთ ამ სიმბოლოებით სავსე ბაღის გაშენებას…
დიზაინერი მჭირდება ეზოს დაგეგმარებისთვის…

ვიაქტიუროთ. გოგლაობა მაისის თვეში აღინიშნება. მაგ დროისთვის ბაღსაც რაღაც ფორმა უნდა ჰქონდეს…
დავირაზმოთ!”