3 მარტი, 2018

ხატია ბუნიათიშვილი – “გილოცავ!”

ხატია ბუნიათიშვილიპიანისტი ხატია ბუნიათიშვილი კონცერტებს მთელ მსოფლიოში ატარებს და საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად უკრავს.

პარიზში გამართულ ხატიას კონცერტს მისი კოლეგა, პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი დაესწრო და ის პირადად გახდა მომსწრე, თუ როგორ მონუსხა ფრანგი აუდიტორია სცენაზე გამოჩენისთანავე უნიჭიერესმა ხატიამ.

ნიკა ნიკვაშვილი, პიანისტი:

“ხატია ბუნიათიშვილი. გოგო, რომელიც ბრწყინავს… სცენაზე გამოსვლისთანავე მონუსხა ფრანგი აუდიტორია, ჯერ კიდევ შესრულებამდე უკვე მას ეკუთვნოდა სრულიად დარბაზის ოვაცია…

კომპლექსურად არის თავმოყრილი მასში ყველა ის თვისება, რომელიც ქმნის სწორედ იმ ინდივიდს, რომლის ანალოგიც რთული მოსაძებნია დღევანდელ თანამედროვე მუსიკალურ ხელოვნებაში…

ეს არის მისი წარმატების საიდუმლოც. სწორედ ინდივიდუალობა, პროფესიონალიზმი, ტალანტი, კეთილშობილება და სილამაზე ქმნის ერთად ამ ბრწყინვალებას. მიყვარხარ… გილოცავ!”

ხატია ბუნიათიშვილი