20 მარტი, 2018

„საქართველო მარგალიტია” – ულამაზესი ვიდეორგოლი იტალიელებისგან

„საქართველო მარგალიტია" - ულამაზესი ვიდეორგოლი იტალიელებისგანსაქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება და ტურისტების რაოდენობაც მატულობს. უცხოელები აქტიურად სტუმრობენ არა მარტი თბილისს, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებსაც და ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს დიდი ინტერესით ეცნობიან.

„საქართველო მარგალიტია ევროპასა და აზიას შორის. მას, მეორენაირად, „ევროპის აივანს“ უწოდებენ, მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის გამო კავკასიის ქედზე, რომლიდანაც ის თურქებისა და სპარსელების მიწა-წყალს გადმოჰყურებს, ოდითგანვე.

ქართველები ძალიან მეგობრული და ალალი ხალხია, მაგრამ ასევე, ძალიან ამაყობენ საკუთარი წარმომავლობითა და ტრადიციებით. თბილისის ერთ-ერთ მთავარ მონუმენტს „ქართლის დედას“, რომელიც ქართველთა დედაქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს, ერთ ხელში ღვინით სავსე სასმისი უპყრია, მშვიდობიანად მოსული სტუმრის დასახვედრად, ხოლო მეორეში – მახვილი, მტერთან შესაბრძოლებლად“- ასე აფასებენ იტალიელები ჩვენს ქვეყანას და მის დედაქალაქს და ულამაზეს ვიდეორგოლს უძღვნიან.

https://www.facebook.com/david.shannow/videos/10213558162142103