27 მარტი, 2018

სალამი, სევდავ! – იზა ორჯონიკიძე

სალამი, სევდავ! - იზა ორჯონიკიძესალამი, სევდავ! – Bonjour, Tristesse! – ეს ლექსი ფრანსუა საგანს ეკუთვნის, რომელიც ქართულად იზა ორჯონიკიძემ თარგმნა:

”სალამი, სევდავ, სინათლევ ღამის,
შენს სანდო მკლავზე მინდა დანდობა!
სალამი ტანჯვის უნაღდეს წამებს,
გადახდილს ვით ომს, ახალგაზრდობას!
სალამი დიაცთ – სასტიკ მსაჯულებს
და ჭორიკანა მშიშარა კაცებს,
სიცრუით ერთურთს გადაჯაჭვულებს
და გულგრილობის ლოგინში ნაცემთ!
უკანასკნელო ჩემო მაისო,
გადამიმწვანე ლოდი და რიყე,
მინდა სამარე ვარდით ამივსო,
მინდა ქორწილი ეგონოთ ბრიყვებს.”