4 მარტი, 2018

ნატო ვაჩნაძე – ქართული კინოს ულამაზესი ვარსკვლავი

ნატო ვაჩნაძექართული კინოს მშვენება ნატო ვაჩნაძე 49 წლის ასაკში ავიაკატასტროფას შეეწირა.

ულამაზეს მსახიობად არის აღიარებული ქალბატონი არაერთი პოეტის მუზა გამხდარა. გამონაკლისი არც ოთარ მამფორიაა.

“ნატო ვაჩნაძეს” – ასე ეწოდება ლექსს, რომელიც პოეტმა უმშვენიერეს მსახიობს მიუძღვნა.

“ნუთუ ჩამქრალა თვალების ცეცხლი,
ვარდის ფურცელი ნუთუ დამზრალა.
ისე დაიწვი უეცრად მზეში,
ვით შენი ეშხით ბევრი დამწვარა.

შენი მეტოქე მზე იყო მარად
და ბოლოს მისი შეიქენ მსხვერპლი.
დაგწვა და ციდან გადმოგვაყარა
შენი ლამაზი თვალების ფერფლი.”