22 მარტი, 2018

მუხრან მაჭავარიანი: “ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!”

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდაპოეტი მუხრან მაჭავარიანი თავის სათქმელს ლექსებით ამბობდა. მისი პირდაპირობა და სამშობლოს განუსაზღვრელი სიყვარული თითოეული ლექსის თითოეულ სიტყვაში იგრძნობა.

”არტინფო” გთავაზობთ პოეტის ლექსს “ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა”, რომელსაც წაიკითხავთ და გეგონებათ, თითქოს დღეს დაიწერაო:

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მრავალს უწია ცოდვამ:
ვინ რა ყოფილა – გამოჩდა!
კაცი აღმოჩდა ცოტა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
ცოდვის კითხვაა…. ჰოდა!
ყველა ისეთი აღმოჩდა,
რა წარმოდგენაც მქონდა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!
მივხვდით, ბრძანდება ვინ ვინ!…
ღმერთი! – თვით ღმერთი გაოცდა!
ამდენი დამპლის ხილვით!”