10 მარტი, 2018

მიხეილ ჯავახიშვილი: “გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება”

მიხეილ ჯავახიშვილი1918 წელს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი თავის ჩანაწერში საქართველოს სამომავლო კურსზე ისე მკაფიოდ საუბრობს, თითქოს დღევანდელი პრობლემების ანალიზს აკეთებდეს:

“…ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც.

საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი. ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისაკენ. მისი გზა მოსკოვსა და პერტოგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის.

გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება , რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი…”