16 მარტი, 2018

მერაბ მამარდაშვილი: “აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან”

მერაბ მამარდაშვლი– აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება, – ასე აფასებდა ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი ადამიანის აზროვნებას.

“არტინფო” გთავაზობთ ფილოსოფოსის მოსაზრებებს რელიგიასთან დაკავშირებით:

“ღმერთი ეს არის იგივე ადამიანი, რომელსაც მუდმივად ახსოვს ზეცა!”

“რელიგიური ენა რომ გასაგები იყოს, ყველა მორწმუნე ყველაფერს გაიგებდა; მაგრამ, სამწუხაროდ, კაცი, შეიძლება, ეკლესიაში დადიოდეს, ქადაგებას ისმენდეს, მაგრამ რელიგიური ენის თავისებურების გამო მას მაინც ვერ იგებდეს.”

,,აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება, თავისი თავის იგივეობრივი, მაგრამ განახლებული, აღორძინებული. აღორძინება, გაცოცხლება ხდება ფორმების სამყაროში.“

“იმ დროიდან, რაც არსეობს სახარებისეული ათვლის წერტილი, იმ დროიდან, რაც არსებობს მსოფლიო ისტორია, არსებობს ერთი მარტივი კანონზომიერება: რეალური კულტურა და ადამიანური სულიერება არ შეიძლება შემოზღუდული იყოს იმ ეთნიკური მასალით, რომელშიც ისინი ხორციელდებიან. ნებისმიერი სოციალური თუ ნაციონალური ერთობა, რაც უნდა დიდი იყოს იგი, თუნდაც ერთადერთი იყოს, მაინც კერძოობითი იქნება და არა უნივერსალური. აი, სწორედ ეს პიროვნული საწყისები, უნივერსალურზე რომ არიან “მოჭიდებული”, წარმოადგენენ ნაციონალური თვისებების ნორმალური არსებობისა და სრულფასოვანი, ცოცხალი ფუნქციონირების პირობებს.”