1 მარტი, 2018

ზურა ვადაჭკორია გარდაიცვალა

ზურა ვადაჭკორია ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია 57 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ხელოვანი ერთი წლის წინ ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციაში მოათავსეს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ილუზიონისტს ექიმებმა ყველანაირი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გამოჯანმრთელება ვერ შეძლეს.

ინფორმაცია ზურა ვადაჭკორიას გარდაცვალების შესახებ, მისმა გვერდმა გაავრცელა:

“მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 57 წლის ასაკში, საქართველოში საილუზიო ხელოვნების დამაარსებელი, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა.”