საქართველოს ხელოვნების სასახლეში უკვე დაიწყო მზადება ოფენბახის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენის კატალოგის გამოსაცემად, უკვე დასრულდა დიგიტალიზაციის პირველი ეტაპი.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:
“ჩვენ ანბანით საქართველოს ისტორიას მოგიყვებით. შესანიშნავი პროექტი რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და წიგნის ეროვნულ ცენტრთან ერთად ვახორციელებთ.
დროდადრო კატალოგში შესატან ახალ ნიმუშებს გაგიზიარებთ, დატკბით მისი აღმატებულება ქართული ანბანის სილამაზით.”
დაათვალიერეთ ქართული შრიფტის კატალოგი
დილარიანი. მე-17 საუკუნე
დაკარგული ქართული ანაბანის ნიმუში. 17 საუკუნე
1709 წელი. ქართული სახარება