Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვნების სასახლემ საჩუქრად ძვირფასი კოლექცია მიიღო

ხელოვნების სასახლემ საჩუქრად ძვირფასი კოლექცია მიიღოხელოვნების სასახლე მრავალი უმნიშვნელოვანესი ექსპონატის მფლობელია, თუმცა კოლექცია, რომელიც მან მიიღო, ნამდვილად გამორჩეული და ძვირფასია.

ხელოვნების სასახლეს მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა მუდმივ მფლობელობაში გადასცა თეოდორ გადაევის (1858-1896) XX საუკუნის დასაწყისში შედგენილი ფოტო ალბომი, რომელიც კავკასიის 60 ფოტოს შეიცავს. მათ შორისაა თბილისის, მცხეთის, ფასანაურის, სტეფანწმინდის უნიკალური ისტორიული ხედები.

ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია 1919 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოცემული ყოველთვიური ჟურნალის “შვიდი მნათობის” ნომრები. ეს გამოცემა საინტერესო ცნობებს შეიცავს იმდროინდელი საქართველოს სიტყვა-კაზმული ლიტერატურის, მხატვრობის და მეცნიერების შესახებ.

არჩილ გელოვანმა ხელოვნების სასახლეს ძვირფასი კოლექციები არაერთხელ შესწირა – სულ ბოლოს მან მუზეუმს გერმანელი მხატვრის პოლ ფრანკენის სოტბისა და კრისტის აუქციონზე შეძენილი ტილოები უსახსოვრა.

ხელოვნების სასახლემ საჩუქრად ძვირფასი კოლექცია მიიღო

ხელოვნების სასახლემ საჩუქრად ძვირფასი კოლექცია მიიღო