Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქუჩის ბიჭები: “საწყენია, რომ მსგავსი ფაქტები მომრავლდა”

ქუჩის ბიჭები– საწყენია, რომ მსგავსი ფაქტები მომრავლდა საქართველოში და ეს აზიანებს მომღერლის და მსმენელის უფლებას, – აცხადებს ჯგუფი ქუჩის ბიჭები.

ჯგუფის ოფიციალურმა გვერდმა საგანგებო განცხადება გაავრცელა:

“გუშინ რესტორან “ყირამალას” ივენთ მენეჯერმა, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” საღამო, სადაც ყველა ბილეთი გაყიდული იყო, არსებული შეთანხმება დაარღვია.

აღნიშნულმა პრობლემამ გამოიწვია კონცერტის ჩაშლა. ჯგუფი “ქუჩის ბიჭები” სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ივენთ მენეჯერს. ჩვენი მხრიდან იყო სრული მზაობა, რომ გაგვემართა კონცერტი, თუმცა ივენთ მენეჯერმა შეთანხმება დაარღვია.

საწყენია, რომ მსგავსი ფაქტები მომრავლდა საქართველოში და ეს აზიანებს მომღერლის და მსმენელის უფლებას. (სამწუხაროა ის, რომ ვენდეთ სიტყვიერ შეთანხმებას და არ გავაფორმეთ კონტრაქტი. მსგავსი რამ ჯგუფის მხრიდან აღარ განმეორდება) მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბრალი არაფერში არ მიგვიძღვის, ბოდიშს ვიხდით მსმენელის წინაშე.”