Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უიშვიათესი ლუმიერების კამერა ხელოვნების სასახლეს გადაეცა

უიშვიათესი ლუმიერების კამერა ხელოვნების სასახლეს გადაეცაგიორგი ვარსიმაშვილმა, რომელიც პარიზში სწავლობდა, ხელოვნების სასახლეს უიშვიათესი ლუმიერების კამერა ქართული კინოს 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გადასცა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“არ მინდა ძალიან პათეთიკურად გამომივიდეს, მაგრამ, აი, ასეთ ახალგაზრდებზე დგას საქართველო!

ეს ყმაწვილი გიორგი ვარსიმაშვილია, პარიზში სწავლობდა, ძირითადად საქართველოშია, მაგრამ საფრანგეთში ხშირად ჩადის ხოლმე. ჰოდა, იქ რარიტეტულ ფოტოაპარატებს ყიდულობს. ასე შეაგროვა არც თუ ისე ცუდი კოლექცია.

დღეს მუზეუმში მოვიდა და ქართული კინოს 100 წლის აღსანიშნავად ჩვენს მუზეუმს ეს მთელი კოლექცია უსახსოვრა, მათ შორისაა უძვირფასესი და უიშვიათესი ლუმიერების კამერა. მანამდე ეს ძვირფასი ნიმუში საქართველოს არცერთ სახელმწიფო კოლექციაში რომ არ იყო, დანამდვილებით ვიცი, გიორგი ვარსიმაშვილის წყალობით კი ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ერთი კოლექციით კიდევ უფრო გამდიდრდა. დიახ, ასეთ ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი საქართველოს მომავალს.”

უიშვიათესი ლუმიერების კამერა ხელოვნების სასახლეს გადაეცა