Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სერგო ფარაჯანოვი აუხდენელი ოცნებით

სერგო ფარაჯანოვი აუხდენელი ოცნებით კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა და მისი აუხდენელი ოცნებაც თბილისთან იყო დაკავშირებული.

“აშუღ ქერიბის”, “სურამის ციხის”, “საიათნოვას” ავტორის ერთ-ერთი ოცნება მისმა კოლეგამ ქეთი დოლიძემ გაასაჯაროვა:

“90-იანი წლების საგიჟეთმა დაგვაკარგინა სერგო ფარაჯანოვი! ძირძველი თბილისელი, რომლის ოცნებაც იყო, კუკიაზე, დედამისის გვერდზე ეპოვნა ბოლო განსასვენებელი! მაგრამ გაუგებარმა აგრესიამ, სიბოროტემ დაუკარგა თბილისს ეს გენიოსი! სად უნდა ყოფილიყო მისი მუზეუმი, თუ არა კოტე მესხის ქუჩაზე, მის ეზოში, რომელსაც ასევე ეტყობოდა მისი საოცარი ხელი!

მისმა უახლოესმა მეგობრებმაც კი ვერ აარიდეს ამ აგრესიას!

თურმე ძალიან ტოლერანტულები ვართ….

ახლა კი ერევანში განისვენებს და იქვეა მისი გაწკრიალებული მუზეუმი, რომელსაც მის თბილისურ, ნამდვილ ყოფასთან არაფერი აქვს საერთო! კიდევ კარგი, იქ მაინც მოუარეს, იჩუქეს, სამუდამოდ თავისად ჩაიწერეს….

ახლა ვუყურებ უკრაინელების გაკეთებულ ფილმს მის გენიალურ პირველ შედევრზე “წინაპართა ლანდები”! იმათაც კი მოახერხეს…. ეეჰ!

ხშირად მენატრება, რადგან ხშირად ვნახულობდი და მიყვარდა ეს ადამიანი….
გენიოსი!”