Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოთარ ჭილაძე: “ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის”

ოთარ ჭილაძე: "ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის"მწერალი ოთარ ჭილაძე მკითხველს ნებისმიერი ადამიანის ისე შეყვარებას ურჩევს, როგორიც არის, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია ურთიერთობები ნამდვილი და საინტერესო.

ოთარ ჭილაძე:

“ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის, ჩვენ მისგან უფრო მეტს მოვითხოვთ, ვიდრე შეუძლია. ამიტომაა, რომ ადამიანები ცდილობენ, ისეთები გახდნენ, როგორიც სინამდვილეში არ არიან. ჩნდება ნიღაბი, გრიმი, პოზა…

მე ვიცნობ ერთ კაცს, რომელზედაც ამბობენ, ღიმილს ღამით ჭიქაში ინახავს პროტეზივით, რათა დილით ისევ გაიკეთოსო.

ალბათ, რამდენად მშვენიერია ადამიანი თავისი ნამდვილი სახით და როცა ასეთ ადამიანს ვხვდებით, არ ვუჯერებთ, გვგონია ისიც გვატყუებს.“