Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკა გვარამია: “ევროვიზიაზე სრული კრახი გველოდება”

ნიკა გვარამია“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ევროვიზია 2018”-ზე საქართველოს სრულ კრახს უწინასწარმეტყველებს. ამის მიზეზი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ უკონკურსოდ შერჩეული ჯგუფი “ირიაოა”.

ნიკა გვარამია:

“წელს საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს ჯგუფი “ირიაო”. კვლავ უკონკურსოდ შერჩეული. დაგუგლეთ, მოუსმინეთ და თუ რამე გაიგეთ – ან რას მღერიან, ან როგორ – მეც მომიყევით.

ვუსმინე და სრული კრახი გველოდება. როგორი სიმღერაც არ უნდა იმღერონ, ამ სტილში და ამ სრულიად საშუალო შემსრულებლებით (განსაკუთრებით, ის ჩინური/ფეიკი ჰამლეტ გონაშვილი რომ ჰყავთ) არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს.

მგონი, სერიოზულად უნდა შევისწავლოთ საზმაუზე ვინ და როგორ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს ამ ყოვლად საშუალო და ევროვიზიისთვის არაფორმატული ბენდების და შემსრულებლების მიერ ქვეყნის გაბანძების თაობაზე.”