Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარინე იაშვილის სტრადივარის ვიოლინო დაიკარგა

მარინე იაშვილიცნობილი ქართველი მევიოლინე მარინე იაშვილი 65 წლის განმავლობაში ანტონიო სტრადივარის ვიოლინოზე უკრავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მრავალ მილიონად შეფასებული სტრადივარის ვიოლინო დაიკარგა.

ინფორმაციას ნინო მამუკელაშვილი ავრცელებს:

“მოსკოვში 2012 წელს 9 ივლისს, დილით ადრე გარდაიცვალა უდიდესი მევიოლინე მარინე იაშვილი. როგორც კი ეს ამბავი გახდა ცნობილი, რამდენიმე საათში მივიდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და მოითხოვა, რომ ქართული კულტურის საგანძური, ანტონიო სტრადივარის ვიოლინო მისთვის გადაეცათ (ამ ვიოლინოთი მარინა იაშვილი 65 წელი სარგებლობდა და ჰქონდა დიდი ხნის წინ შეთავაზება რომ შეესყიდა, რაზედაც მან უარი განაცხადა, რადგან უნდოდა, რომ მის მერე ნიჭიერი მევიოლინესათვის გადაეცათ) გაფორმდა გადაცემის ხელშეკრულება და ამის მერე სტრადივარის მრავალ მილიონად შეფასებული ვიოლინო არავის არ უნახავს!

რატომ არავინ არ დაინტერესდა ვიოლინოს ბედით, არც კულტურის სამინისტრო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო? (ჯერ ერთი, რომ ყუთში უმოქმედოდ მყოფი ვიოლინო გამოუსადეგარი ხდება და კარგავს თავის თვისებებს). ეჭვია, რომ ვიოლინო გატანილია საზღვარგარეთ და დიდი ხნის გაყიდულია!”