Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თეონა დვალის მიერ იტალიაში აჟღერებული მეგრული ნანა

თეონა დვალიქართველმა სოპრანომ თეონა დვალმა იტალიაში სოლო კონცერტი გამართა.

საკონცერტო პროგრამაში სხვადასხვა კლასიკურ ნაწარმოებებთან ერთად თეონამ ოთარ თაქთაქიშვილის მიერ დამუშავებული მეგრული ნანა შეასრულა.

თეონა დვალი:

“მინდა გაგიზიაროთ მეგრული ნანა (დამუშავებული ოთარ თაქთაქიშვილის მიერ), რომელიც ბევრ სხვა ნაწარმოებთან ერთად შევასრულე ჩემს სოლო-კონცერტზე იტალიაში 24 თებერვალს.

კონცერტმაისტერი არაჩვეულებრივი ფაბიო ჩენტანნი. იმედი მაქვს, მოგეწონებათ.”