Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თაკო ჩარკვიანი: “ჩემი უმორჩილესი თხოვნა”

თაკო ჩარკვიანი– მიყვარხართ და უდიდეს პატივს გცემთ – “თავისუფლება, ლომთა ხვედრია” – თქვენ ლომები ხართ, – ასე მიმართავს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მამის, პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის მეგობრებს:

“ჩემი უმორჩილესი თხოვნა და მიმართვა მამაჩემის მეგობრებს, ძალიან მაგარ ხალხს, მოხუცებს, მაგრამ ახალგაზრდულად მოაზროვნეებს, ნიჭიერებს, ბრძენ ვაჟკაცებს, ჭირ-ვარამ გამოვლილებს, მაგარ კაცებს, საქართველოს მეციხოვნეებს: ვრცელდება წერილი, რომელსაც ხელს აწერს რამდენიმე ნიჭიერი, ზოგიც უნიჭო, ზოგი შეცდომაში შეყვანილი, უნებლიედ დაბნეული, ზოგიც შეგნებულად სხვა ქვეყნის მოსამსახურე (წლების მანძილზე).

დიდი ტვირთის მატარებელია ეს წერილი საქართველოს წინააღმდეგ, ჩემი რჩევა და შეგონება არ გჭირდებათ, თქვენ გენაცვალეთ, ჩემო ძვირფასო ხალხო, მაგრამ ამ მღვრიე წყალში, ვიფიქრე, არ დააბნიონ და არ აჰკიდონ მძიმე ტვირთი ამ ხალხს-მეთქი.

ვიცი, გაფრთხილება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით სიყვარულით – არ მოაწეროთ ხელი ამ დოკუმენტს საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ გენაცვალეთ, არ ჩაიწეროთ თქვენს სუფთა ბიოგრაფიაში ლაქა და ტვირთი – ჭუჭყიანი შეთქმულების მცდელობაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ვინმემ არ გაგრიოთ, აქაოდა უფროსი თაობა ასე ფიქრობსო.

თქვენ სიბრძნეზე დგას ჩვენი თაობა და მომავალიც (ცოტა ხნის წინ მსახიობმა და რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ თქვა პიდაპირ ეთერში გადაცემა “ფაბრიკაში”, რომ არანაირ წერილზე ხელი არ მომიწერიაო. მნიშვნელოვანი განცხადებაა. გამიხარდა ძალიან).

თქვენ კი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მიყვარხართ და უდიდეს პატივს გცემთ – “თავისუფლება, ლომთა ხვედრია” – თქვენ ლომები ხართ.”