Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დიჯეი ლაშა კაცია პოლიციელებმა სცემეს

ლაშა კაცია– ამ საქმეს მოვიგებ ან შევეწირები! – აცხადებს დიჯეი ლაშა კაცია და პოლიციელების მიერ მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს.

ლაშა კაცია:

“სახლში დაბრუნებულმა სადარბაზოსთან ფარების ციმციმი შევნიშნე, რასაც ყურადღება მივაქციე. ამ დროს მანქანა წამოვიდა ჩემსკენ, საიდანაც გადმოვიდა სამი პიროვნება. მათ თანამშრომლების ფორმა ეცვათ. ჩემთან რომ მოვიდნენ, მოვთხოვე თავის წარდგენა, რადგან ეგრევე მითხრეს, რომ მათთვის მიმეწოდებინა პირადობის მოწმობა. თავის წარდგენაზე უარი განმიცხადეს და მითხრეს, რომ ფორმა უკვე ყველაფერზე მეტყველებდა. ვუთხარი, რომ უნიფორმის ყიდვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება, ამიტომ თავი უნდა წარედგინათ.

დამიცნავად იყვნენ განწყობილები. პირადობა რომ მივაწოდე, დროულად აღარ დამიბრუნეს, ხან იქით გასწიეს, ხან აქეთ, ცდილობდნენ ფიზიკურად შემხებოდნენ, რამდენჯერმე ავირიდე. კითხვაზე ჰქონდათ თუ არა ჩართული კამერები, მითხრეს, რომ კამერები არ ჰქონდათ. ჩემი კუთვნილი ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და დავიწყე ამ პროცესის გადაღება. ეს გახდა მათი უფრო დიდი აგრესიის მიზეზი. როცა ჩემგან წავიდნენ, კიდევ ერთხელ ვკითხე სახელი და გვარი და ვუთხარი, რომ გლდანი-ნაძალადევის მეორე განყოფილებაში ჩასვლა და საჩივრის დაწერა მინდოდა. ერთადერთი ვიფიქრე ის, რომ მანქანას გადავუღებდი ვიდეოს და ნომერს დავიმახსოვრებდი, რითაც მათი ვინაობის დადგენას შევძლებდი.

ამ დროს ფიზიკური ძალა იხმარეს, ტელეფონი წამართვეს და წამიყვანეს განყოფილებაში. იქ მითხრეს, რომ ჩემს მიერ ტელეფონის ჩართვა და გადაღება იყო პოლიციის შეურაცხყოფა. მოვითხოვე ზარის უფლება, მოვითხოვე სახაზინო ადვოკატი. 4 საათი ვიყავი განყოფილებაში და მეუბნებოდნენ, როცა სასამართლოში წარვდგებოდი უნდა მეღიარებინა, რომ შეურაცხყოფა მივაყენე და გავუწიე წინააღმდეგობა. დაკავების მომენტში ნამდვილად გავუწიე წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ისეთი ქცევა არ მქონია, რაზეც შეეძლოთ აღკვეთი ღონისძიება გამოეყენებინათ.”