Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოგი ქავთარაძე: “გამიყალბეს ხელმოწერა”

გოგი ქავთარაძემსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე აცხადებს, რომ არანაირ წერილზე ხელი არ მოუწერია. უფრო მეტიც, მან წერილის შინაარსი საერთოდ არ იცის, რომელზეც მისი ხელმოწერაა.

საუბარია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ ღია წერილზე, სადაც რომ “პროდასავლურმა პოლიტიკამ” და ქართველების სწრაფვამ “ნატოს” სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან.

გოგი ქავთარაძემ ამ თემაზე ტელეწამყვან გიორგი გასვიანთან “ფაბრიკაში” სატელეფონო ჩართვისას ისაუბრა:

“არ ვიცი იმ წერილის შინაარსი. მთავარია, რომ დაიწერა წერილი, ხალხმა მოაწერა ხელი. მე წარმოდგენა არ მაქვს რა წერილია. არაფერზე ხელი არ მომიწერია. დამეხვია ხალხი და უნდა მომთხოვონ პასუხი. რაზე უნდა მომთხოვონ პასუხი, როცა არავისთან საქმე არ მქონია და არც არაფერი უთქვამთ.

მინდა ყველას ვთხოვო, რომ ჩემთან ნუღარ მოვლენ, რადგან ვერაფერს ვერ ვეტყვი. ალბათ გამიყალბეს ხელმოწერა, ალბათ აიღეს თავის თავზე ვიღაცეებმა. დაიწერა წერილი, მე არავინ არ შემითანხმა და ჩემი გვარი არის ამ წერილზე. როგორ შეიძლება ეს? ეს არის ყველაზე ცუდი რამ.”