Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გოგი გვახარია: “მთავარი არის ანიტა”

ანიტა რაჭველიშვილი– მთავარი არის ანიტა, – ასე აფასებს კინომცოდნე გოგი გვახარია მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს:

“რა თქმა უნდა, ამაზე გენიალური ცოტა რამ შექმნილა. შეყვარებულები ქვესკნელში ცოცხლად კვდებიან, მაგრამ ბედნიერები არიან, რადგან ერთად არიან.

შურისმაძიებელი ამნერისი კი ისევ მარტოა.

სტუდენტებს ხშირად ვუამბობ ხოლმე ამ სცენაზე. მე მგონი, ვერდის მუსიკალური დრამატურგია აქ შექსპირის დონეზე ადის მართლა.

მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი არის ანიტა. მისი ძლევამოსილი მარტოობა და ტრაგიზმი. რა თქმა უნდა მიაღწია იმას, რომ “აიდაში” მთავარი გმირი თვითონ გახდა. ყველა დანარჩენი პერსონაჟი მეორეხარისხოვანია. იყვნენ ერთად და უმღერონ ერთმანეთს.”

Teatro regio di Torino 2015
Aida – Kristin Lewis,
Amneris – Anita Rachvelishvili,
Radamès – Marco Berti.