Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიგა კვენეტაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგ

გიგა კვენეტაძე ნიკა გვარამიას წინააღმდეგრუსეთში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი გიგა კვენეტაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უპირისპირდება.

დაპირისპირების მიზეზი ნიკა გვარამიას განცხადება გახდა. მან “ა სტუდიოს” ქართველ სოლისტს ქეთა თოფურიას საქართველოს მტერი უწოდა.

გიგა კვენეტაძე:

“მინდა დავგმო მორიგი პროვოკაციული და არაკაცური პოსტი ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ეძღვნებოდა ქეთა თოფურიას. არა მარტო ქეთას, რუსეთში მოღვაწე ყველა ხელოვანს.

ბატონო ნიკა, როდესაც სხვის დედებს ეხები და შემდეგ სახლში მიდიხარ, საკუთარი გამზრდელი დედა არ გეუბნება, რომ ხარ უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი პიროვნება?!

გასულ დედის დღეს გილოცავ, ჩემო საქართველო!”