Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ასმათ ტყაბლაძე: “ეს არის დიდი დანაშაული”

ასმათ ტყაბლაძე ილია ჭავჭავაძის სასამართლო შენობის აღდგენას ითხოვსმსახიობი ასმათ ტყაბლაძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის უმძიმეს მდგომარეობას აპროტესტებს. შენობა, რომელიც დუშეთში მდებარეობს და ილია ჭავჭავაძის სასამართლოს შენობის სახელით არის ცნობილი, უმძიმეს მდგომარეობაშია.

ასმათ ტყაბლაძე:

“ეს არის დიდი დანაშაული. ვინც ხელს არ უწყობს და, პირიქით, ხელს უშლის ამ შენობის რეაბილიტაციას, ეს არის დანაშაული ერის და ქვეყნის წინაშე. მე სასამართლოს გავმართავდი და გავაგებინებდი მავანს, რომ ეს დანაშაულია.”

ილიაჭავჭავაძის სასამართლო სახლი დუშეთში