Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანიტა რაჭველიშვილი: “საკმარისია!”

ანიტა რაჭველიშვილი– მე გისურვებთ სიყვარულს, გისურვებთ უზარმაზარ სიყვარულს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს! – აცხადებს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი.

მსოფლიოში აღიარებულმა მეცო სოპრანომ მონაწილეობა მიიღო ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად გამართულ კონცერტში და ათასობით მსმენელს ამ განცხადებით მიმართა:

“ჩვენ შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო – ეს არის ქველმოქმედება, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ყველა ხელოვანი ერთად ვართ ამ არაჩვეულებრივ სცენაზე.

მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ მოვედით იყო ის, რომ გვეთქვა საკმარისია!!! უსამართლოდ, უდანაშაულო ადამიანების დევნა, საკმარისია ცილისწამება და ტყუილი, საკმარისია სიძულვილის დანერგვა ქართველებში!

მე გისურვებთ სიყვარულს, გისურვებთ უზარმაზარ სიყვარულს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს!”