6 მარტი, 2018

ხატია ბუნიათიშვილი – სამაგალითო ისტორია პიანისტისგან

ხატია ბუნიათიშვილიპიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მთელ მსოფლიოში მართავს კონცერტებს და მისი უნიკალური შესრულებით ათასობით მსმენელს ანიჭებს სიამოვნებას.

ისტორია, რომელიც პარიზში მოხდა, ხატიას ადამიანურობასა და ღირსეულ საქციელში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ.

ამბავს კი პარიზში წმინდა თამარ მეფის ტაძრის მოძღვარი არქიმანდრიტი ანტონი (კანდელაკი) პირადად შეესწრო:

“ეს ის კადრებია, რომელსაც ალბათ ხელოვნურად ვერ შეასრულებ. ეს შენი შინაგანი მესგან უნდა მოდიოდეს. თვით ადამიანის სული ხომ განაპირობებს მის უბრალოებას და სწორედ ესაა ყველაზე დიდი სილამაზე ჩვენში….

მინდა ამ ფოტოების ისტორია მოგითხროთ, რისი თვითმხილველიც თავად გახლდით და სპეციალურად ავსახე ფოტოზე. მე ამ კადრების დაკარგვის უფლება არ მქონდა, ხოლო ხატიას ემოციების გულწრფელობაში დარწმუნებული ვარ. ვინ ვის და მე, როგორც სასულიერო პირს, არ მეშლება ადამიანის სიწრფელე.

შუაგულ პარიზში სავსე დარბაზი მის მოსასმენად იყო მოსული. ხატიას გამოსვლის შემდეგ, იგი იჯდა გარეთ და ხელს უწერდა საკუთარ ალბომებს მის გულშემატკივრებს (როგორც თვითონ აღნიშნავს ხოლმე, მას არ ჰყავს თაყვანისმცემლები, მას ჰყავს გულშემატკივრები). მის შორიახლოს იდგა დამლაგებელი ქალი მთელი მისი “სადამლაგებლო ინვენტარით” და მისი “სტატუსიდან” გამომდინარე, ვერ ბედავდა ახლოს მისვლას და შორიდან ეფერებოდა თვალებით. აშკარად ეტყობოდა, რომ არ ყოფნიდა სითამამე, რომ ახლოს მისულიყო მასთან.

სწორედ აქ ხდება ყველაზე საინტერესო: ხატიას თვალებს ეს არ გამოპარვია. წამიერად ტოვებს მის გულშემატკივრებს და დანარჩენ სათქმელს ჩემს მიერ ქვემოთ დადებული ფოტოები გეტყვით….

P.S მეგობრებო: არასოდეს დავკარგოთ უბრალოება, უმჯობესია ვიგრძნოთ სულიერი ემოციები და არა ფიზიკური ფასეულობები. პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს მიუხედავად ჩვენი სტატუსისა თუ პროფესიისა.

მადლობა ხატია, რომ არსებობ და არა მარტო შენი ნიჭიერებით უთბობ ადამიანებს გულებს, არამედ შენი ღირსეული ქცევითაც და არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილი ხარ.“

ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი

ხატია ბუნიათიშვილი