7 მარტი, 2018

“ხატია ბუნიათიშვილი იცით რატომ არის მაგარი პატრიოტი?”

ხატია ბუნიათიშვილიპიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ქართველ და უცხოელ მსმენელში უდიდესი მოწონებით სარგებლობს. მუსიკოსი მოსწონთ არა როგორც უბადლო შემსრულებელი და ნამდვილი პროფესიონალი, არამედ როგორც განსაკუთრებული ადამიანი.

ნუგზარ სულა სულაშვილი:

“ხატია ბუნიათიშვილი იცით რატომ არის მაგარი პატრიოტი? იმიტომ, რომ ხელოვნებაში, როგორც პროფესიონალი, მსოფლიო ბაზრის პროდუქტს ქმნის და მისთვის რუსეთის უგემოვნო დამპალი ბაზარი არაფრის მომცემია.

აი თქვენ, მათხოვრებო, ვინც ვერ შედექით ისეთ პროფესიონალებად, რომ ღირსეული კონკურენცია გაუწიოთ მსოფლიოს მეგავარსკვლავებს, რუსეთის იქით ვერ ნახავთ გასაქანს.

პროფესიონალიზმი ღირსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დიახ, სწორედ პროფესიონალები არიან ღირსეული პატრიოტები! მათ გამოწვევების არ ეშინიათ და ბედნიერებას სწორედ ამაში პოულობენ.

თქვენ, კიდევ დიდხანს მოგიწევთ რუსეთის სცენიდან დაკარგული სულიკოს საფლავის ძებნა და ისე ამოგხდებათ სული, რომ ვერც ვერასოდეს მიაგნებთ!”