23 მარტი, 2018

შალვა დადიანი: “ჩვენი გამართლება კაცობრიობის წინაშე შოთა რუსთაველია”

შალვა დადიანი: "ჩვენი გამართლება კაცობრიობის წინაშე შოთა რუსთაველია"– ჩვენი გამართლება კაცობრიობის წინაშე, როგორც არა ერთხელ მითქვამს, შოთა რუსთაველია, ჩვენი სიქადული – ჩვენი შესამჩნევი ხუროთმოძღვრება, – ასე წერდა 1918 წელს მსახიობი, მწერალი და დრამატურგი შალვა დადიანი:

”ჩვენი გამართლება კაცობრიობის წინაშე, როგორც არა ერთხელ მითქვამს, შოთა რუსთაველია, ჩვენი სიქადული – ჩვენი შესამჩნევი ხუროთმოძღვრება, ჯერ კიდევ გამოუკვლეველი ჰარმონია ჩვენის მუსიკისა, ჩვენი სულის სიმტკიცისა და ზნე-მაღლობის მეტყველია და ასე სხვა სფეროებშიაც.

ამან შეგვინახა, ეს ისეთი სათადარიგო თანხა გვქონდა წინაპართაგან დაგროვილი, რომ ჩვენი უსაშინელესი მონობის დროს, რუსთა ბატონობისას, მთელ გასულ საუკუნის განმავლობაში, ვხარჯავთ, ვხარჯავთ და დახეთ თურმე კიდევ შეგვრჩენია, კვლავ შეგვძლებია დამოუკიდებელი ცხოვრება.”