17 მარტი, 2018

“ყვავილების ქვეყანა” სომხურად

"ყვავილების ქვეყანა" სომხურადსიმღერა “ყვავილების ქვეყანა” ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ნაწარმოებად ითვლება და მას სხვადასხვა დროს ცნობილი ქართველი მომღერლები ასრულებდნენ.

ნინი შერმადინმა სომეხ მომღერალ ანდრესთან ერთად ამ სიმღერის სომხური ვარიანტი ჩაწერა და მასზე ვიდეორგოლიც გადაიღო. კლიპი ინტერნეტში უკვე გავრცელდა და მას ათასობით ნახვა აქვს.

ნინი და ანდრე პირველად არ თანამშრომლობენ. მათ რამდენიმე წლის წინ ერთობლივი დუეტი ჩაწერეს, რომელმაც ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა.